
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მსუბუქი, BMW-ს მარკის მანქანა ქვეითს დაეჯახა. როგორც ადგილობრივები შემთხვევის ადგილიდან გვიყვებიან, ქვეითი ქალი გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები - დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ფოტო: "ბათუმელები"