თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩაზე, მოპედი გზაზე განთავსებულ ბეტონის ბარიერს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია. "მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შსს-ში არკვევს.