Al Jazeera-ს ცნობით, მათმა თანამშრომელმა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად 19 ნათესავი დაკარგა

გამოქვეყნდა:

Al Jazeera-მცგანაცხადა, რომ მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა სამშაბათს ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაკარგა ოჯახის 19 წევრი.

განცხადებაში, კატარის მიერ დაფინანსებულმა საინფორმაციო ქსელმა დაგმო ის, რასაც უწოდა "საშინელი და განურჩეველი ისრაელის დაბომბვა", რამაც იმსხვერპლა მათი სატელიტური ინჟინერის, მოჰამედ აბუ ალ-კუმსანის ოჯახის 19 წევრი.

ალ-კუმსანმა დაკარგა მამა, ორი და, რვა ძმისშვილი და დისშვილი, ძმა, ძმის ცოლი და მათი ოთხი შვილი, რძალი და ერთი ბიძა დაბომბვისას, რომელსაც საინფორმაციო ქსელმა "უპატიებელი ქმედება" უწოდა.

"ალ ჯაზირამ" მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გადაუდებელი აუცილებლობით მოეგვარებინა ალ-კუმსანის ოჯახისა და ღაზის სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ არსებული "მძიმე უსამართლობა".

ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი ჩრდილოეთ ღაზაში მდებარეობს. 

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო "ჰამასის" მეთაური, რომელიც იმალებოდა მიწისქვეშა ბუნკერში და რომ როდესაც კომპლექსი აფეთქდა, შესაძლოა ჩამოინგრა ახლომდებარე შენობები.

გასულ კვირას, "ალ ჯაზირას" ღაზის ბიუროს ხელმძღვანელმა დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი, როცა საინფორმაციოს ცნობით, საჰაერო თავდასხმა მოხდა ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირათ ლტოლვილთა ბანაკში, სადაც ოჯახი თავს აფარებდა.

7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის შედეგად სულ მცირე 31 ჟურნალისტი დაიღუპა, განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი