პარლამენტმა საზმაუს ბორდის წევრებად გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად - მეურვეებად გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია.

ორივე კანდიდატურას 83-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს პარლამენტში კანდიდატურები წარდგენილი იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი