გვიწევს და ვატარებთ მეორე სინოდს, რატომ უნდა იყოს ხმაური ვერ გავიგე | მზადება სინოდის სხდომისთვის

გამოქვეყნდა:

ხვალ, 12:00 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება. გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის თეოლოგების მხრიდან, რომ შესაძლოა პატრიარქის, ილია მეორის გადაყენების საკითხი დადგეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე, კიდევ ერთი გავრცელებული ცნობის მიხედვით, მეუფე შიომ საზღვარგარეთ მოღვაწე ეპისკოპოსებს სთხოვა, რომ არ დაეტოვებინათ ქვეყანა და დასწრებოდნენ სინოდის სხდომას.

დღეს საპატრიარქოდან გამოსულმა ეპისკოპოსებმა აღნიშნული ცნობები უარყვეს. მათი თქმით, სხდომაზე არანაირი განსაკუთრებული საკითხი არ განიხილება. 

"არაფერია, მეორეც გვიწევს და ვატარებთ მეორე სინოდს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ პატრიარქის მტკიცე გადაწყვეტილებით არის მოწვეული სინოდი. არც მეუფე შიოს და არც ჩვენ, არცერთს არ გვაქვს უფლება მოვიწვიოთ სინოდი. [პატრიარქის] ჯანმრთელობა ნორმალური, რა თქმა უნდა, თავმჯდომარეა, აბა ვინ უნდა წარუძღვეს. რატომ უნდა იყოს ხმაური ვერ გავიგე, ცოდოები არიან ისინიც, ეტყობა ხელფასებს იღებენ და მაგიტომ აკეთებენ მაგ პროგნოზებს [თეოლოგები] - თქვა მეუფე იაკობმა.

მეუფე ვახტანგმა მედიასთან განაცხადა, რომ წინასწარ არავინ არ იცის პატრიარქის გარდა, თუ რა საკითხები გადის სინოდის სხდომაზე.

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თქვა, რომ არ ახსოვს შემთხვევა, რომ წინასწარ საკითხები ცნობილი ყოფილიყოს. მან თქვა, რომ როგორც წესი, სინოდის სხდომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები არ არის ხოლმე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი