ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეებმა ბენზინი გადაისხეს და თავის დაწვა სცადეს. ირაკლი და მარინა გაბელიები მათი არასრულწლოვანი ოჯახის წერის პატიმრობას აპროტესტებენ.
"ჩემი შვილი აღიარებს დანაშაულს, მოინანია, თუმცა ეს მოსამართლემ არ გაიზიარა. ჩემმა ძმამ მთლიანად დაიწვა თავი, მეც გადავისხი საწვავი, თუმცა ჩემი გადარჩენა მოახერხეს, ჩემი ძმა კი კლინიკაშია გადაყვანილი" ამბობს მარინა გაბელია.