მუხურში, ადგილობრივებმა ლუგელას მხარეს მიმავალი გზა გადაკეტეს

გამოქვეყნდა:

მუხურში, ადგილობრივებმა ლუგელას მხარეს მიმავალი გზა გადაკეტეს. ისინი ჩხორუწყუს მერის მისვლას და კონკრეტული ვადის დასახელებას ითხოვენ, როდის დაიწყება გზის რეაბილიტაცია.

მოსახლეობამ ამ ადგილას აქცია ორი დღის წინაც გამართა და გზის გადაკეტვა დააანონსა თუ მოთხოვნაზე პასუხს ვერ მიიღებდნენ, თუმცა მერი დავით გოგუა მათთან ამ დრომდე არ გამოჩენილა. ადგილზე იმყოფებიან მერიის წარმომადგენლები.

ავტორი:ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი