კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს უკვე 5 საათია, ეძებენ | საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

გამოქვეყნდა:

კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმარს უკვე ხუთი საათია, უშედეგოდ ეძებენ. "ავერსის" კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები ამ დროდმე გრძელდება. 

ცნობილია, რომ მსჯავრდებულები კლინიკაში გამოკვლევებზე ერთჯერადი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ადგილზე იყო საბადრაგო სამსახურიც, თუმცა პატიმრებმა შენობის ერთადერთი გასასვლელიდან გაქცევა დაუბრკოლებლად შეძლეს. სად იყო ამ დროს საბადრაგო სამსახური, საკითხს იუსტიციის სამინისტროს გენ.ინსპექცია იკვლევს. შემთხვევის დროს ადგილზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. 

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე დაგვიანებით დაიწყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი