
სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის სპეც-მანქანები დაზღვევის გარეშე და მათ შესაკეთებლად თანამშრომლების მიერ გადახდილი ფული - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოქმედი თანამშრომელი "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება, რომ ერთ-ერთი შემთხვევის დროს მანქანის შეკეთება მძღოლს დაავალეს.
მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი პრეცედენტი კახეთშიც იყო. თანამშრომლებმა ხელმძღვანელობასთან საკითხის გარკვევა არაერთხელ სცადეს, თუმცა მენეჯმენტისგან პასუხი არ მიუღიათ. ფაქტის შესახებ დეტალების გადამოწმებას ჩვენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვცდილობთ.
"მილიონზე მეტის ღირებულების არის და როგორც გვეუბნებიან, არ იყო ეს მანქანები დაზღვეული. წვიმიან ამინდში, ასფალტი როდესაც სველი იყო, როგორც ციგა ეგრე სრიალებდა. იმიტომ რომ მძღოლს უწევდა მუხრუჭებით სიარული. გამოძახებაზე რომ მიდიოდა მოცურდა, წამოედო ხის ტოტს და სარკე მოტეხა. მძღოლი დაიბარეს და დაჟინებით მოითხოვეს ეს თანხა გადაეხადა. თითქმის 10 000-ის ღირებულების. მეხანძრეებიც ცოტა არ იყოს გააღიზიანა, იმიტომ, რომ დღეს თუ მძღოლს გადაუვლიდნენ არავინ არ არის დაზღვეული ხვალ და ზეგ რომელიმე მეხანძრე არ მოჰყვეს. უგულებელყვეს ჩვენი კითხვა, რომ ვინ იყო პასუხისმგებელი, ან რატომ არ იყო ეს მანქანები დაზღვეული, არავის არ უნდოდა ზედა ეშელონებიდან შეხვედრა", - ყვება საგანგებოს თანამშრომელი.