რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ 6 დრონი ჩამოაგდეს ყირიმისა და შავი ზღვის თავზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2 ნოემბერს, დილით, 6 დრონი ჩამოაგდეს. უწყება ამბობს, რომ "კიევის რეჟიმი" ცდილობდა "ტერორისტული" თავდასხმა განეხორციელებინა. 

"მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის თავზე ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ხუთი კი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეაჩერეს", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

30 ოქტომბერს ყირიმის ხიდი დროებით ჩაკეტილი იყო, ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ ღამით განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა მოიგერია დრონის თავდასხმა.

იმავე დღეს, დაახლოებით 03:00 საათზე, ოკუპირებულ ყირიმში თავდასხმა იყო საჰაერო თავდაცვის სარაკეტო და საზენიტო პოლკზე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა რუსეთის სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ობიექტზე შეტევა.

მათი ცნობით, 30 ოქტომბერს დილით ოკუპირებულ ყირიმზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი