არსებული ინფორმაციით, კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი არასრულწლოვანია | ისინი ამ დრომდე არ დაუკავებიათ

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, გუშინ, "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი არასრულწლოვანია. ისინი ამ დრომდე არ არიან დაკავებულები.

მსჯავრდებულები კლინიკაში გამოკვლევებზე ერთჯერადი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ადგილზე იყო საბადრაგო სამსახურიც, თუმცა პატიმრებმა შენობის ერთადერთი გასასვლელიდან გაქცევა შეძლეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულ პატიმრებს გუშინ პირდაპირი ეთერიდან მიმართა -"მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ". მას არ დაუკონკრეტებია რა დანაშაულებისთვის იხდიდნენ სასჯელს გაქცეული პატიმრები და თქვა, რომ "მსგავსი დანაშაული ხდება ყველგან".

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი