
სინოდის სხდომა სავარაუდოდ უკვე დაიწყო. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები საპატრიარქოში უკვე შეიკრიბნენ. მედიასთან კომენტარი რამდენიმე მათგანმა გააკეთა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ სხდომა შესაძლოა პატრიარქის გადაყენებას უკავშირდებოდეს.
"ყველა წინააღმდეგი ვიქნებით, ყველა წინააღმდეგი ვართ. არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას. აბსოლუტურად შევეწინააღმდეგები" - ამბობს მეუფე ანტონი. მისივე თქმით, მეუფე შიოს საკმარისი უფლებამოსილება აქვს, თუმცა ამ უფლებამოსილების კიდევ უფრო გაფართოებასაც ემხრობა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი