"ნასვამი მართავდა" | ქარელის მერის წარმომადგენელს აგარაში მანქანა ჩამოართვეს

გამოქვეყნდა:

აგარაში, ქარელის მერის წარმომადგენელს, თემურ ხმალაძეს ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო ჩამოართვეს, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს და ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ხმალაძე ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

"ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ავტომანქანა დაძრა, ქუჩებში უსწორმასწოროდ მოძრაობა დაიწყო, ამ დროს არავინ დაშავებულა, თუმცა პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო, მისივე კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვა და საპატრულო ავტოსადგომზე გადაიყვანა", - უთხრეს "მოზაიკას" ადგილობრივებმა.

ფოტო: "მოზაიკა" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი