ივანიშვილის ბაობაბის გადასატანად კაპროვანის სანაპიროზე ბეტონის ფილებს აგებენ

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის ბაობაბის გადასატანად კაპროვანის სანაპიროზე ბეტონის ფილებს აგებენ. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში ნატა ბუაჩიძე ავრცელებს:

ახალი ბაობაბი რატომღაც წყლით მოადგა შეკვეთილის და კაპროვანის მისადგომებს. მე რასაც ვუყურე, 1 საათის განმავლობაში 2 მძიმე ტექნიკა ქაჩავდა ნაპირისკენ ამ მონსტრს და ძვრა ვერ უქნეს. ამასობაში ბეტონის დიდი ფილებით დაეწყო სანაპიროზე გზა! მე რაც დავთვალე ხმელეთით მოტანილი 6 ბაობაბი იყო, შეიძლება რაიმე გამომრჩა და ეს 1 რატომღაც ზღვით მოვიდა. ხვალ მოგახსენებთ რითი დასრულდა ეს მავნებლობლური აბსურდი.

P.s. ლაივს ვიღებდი და 1 კაცი გამოექანა ჩემსკენ გაბადრული და ოკუპანტების ენაზე მითხრა, რომ როგორ გაგვიმართლა ყველას, ვინც ამ სილამაზეს მოვესწარით!.. .რა გითხრათ? რით გაგახაროთ?...." - წერს ბუაჩიძე.

ფოტო: ნატა ბუაჩიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი