
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, 4 ნოემბერს 11:00 საათიდან 5 ნოემბრის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბის რაიონს.
მათივე ცნობით წყალი არ ექნება:
თევდორე მღვდლის N 13-49 (კენტებს), N 14-46 (ლუწებს), თევდორე მღვდლის 1 და მე-2 ჩიხებს, ევდოშვილის, ზუგდიდის, სოხუმის, ფოთის N 1-21 (კენტებს), N 2-14 (ლუწებს), გორის N 21-33 (კენტებს) N 24-32 (ლუწებს), ბათუმის N 1-3 (კენტებს), N 2-6 (ლუწებს), ფიფიების N 1-5 (ლუწებს) ქუჩებს და წერეთლის გამზ N41.