სამგორში, დროებით მოწყობილ საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა | არავინ დაშავებულა

გამოქვეყნდა:

ზედა სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სერგო ჯიქიას ქუჩაზე მდებარე შენობაში დღეს ხანძარი გაჩნდა. როგორც ირკვევა, შენობაში დროებითი საბავშვო ბაღია მოწყობილი. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს აცნობეს, შემთხვევის დროს, მცირეწლოვნებიც შენობაში იმყოფებოდნენ. დაშავებული არავინაა, რადგან ბავშვების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ხანძრის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობა გახდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა და არავინ დაშავებულა.

ერთ-ერთი მშობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ უკვე 9 თვეა ავარიულობის გამო დახურულია 37-ე საბავშვო ბაღი, რომელსაც 600-მდე აღსაზრდელი ჰყავდა. ბავშვები კი სწორედ იმ სივრცეში  გადაიყვანეს, სადაც დღეს ხანძარი გაჩნდა.

მშობლის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. მისივე თქმით, არაერთხელ მიმართეს მერიასაც და სამინისტროსაც, თუმცა სახელმწიფო უწყებებში ეუბნებიან, რომ 37-ე ბაღის გასარემონტებლად, ფული არ აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი