აფრიკიდან ოლიგარქის ბაღში | ბაობაბების მოგზაურობა დასრულდა

გამოქვეყნდა:

ყველაზე დიდი ბაობაბი ადგილზეა. ბიძინა ივანიშვილის 6 ხიდან, ყველაზე მასიური ნარგავის მოგზაურობა დღეს დილით დასრულდა. ათასწლოვანი ბაობაბი იმდენად დიდი იყო, რომ სხვა ხეებისგან განსხვავებით მისი ჩვეულებრივი ავტომაგისტრალით გადატანა ვერ ხერხდებოდა. ამ მიზეზით ოლიგარქმა ნაცად მეთოდს მიმართ და დღეს დილით შეკვეთილის წყლებში ისევ გამოჩნდა გემით მოცურავე გიგანტური ხე. დენდროპარკში მის გადასატანად კი პლაჟზე ბეტონის დროებითი გზა მოაწყვეს. ამით ბაობაბების მოგზაურობა დასრულდა - ოლიგარქის მორიგ ახირებამდე. 

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე; ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი