ნეპალში მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 129 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

CNN-ის ცნობით, ნეპალში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 129 ადამიანი დაიღუპა, 140-მდე პირი კი დაშავდა. თუმცა, ეს მონაცემები შესაძლოა გაიზარდოს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიხედვით, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გასულ ღამეს, ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში, დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიმდე იგრძნობოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი