ხობში საცხოვრებელი სახლი იწვის [VIDEO]

გამოქვეყნდა:

ხობის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი იწვის. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მაშინ მივიდნენ, როდესაც სახლი მთლიანად ალმოდებული და ჩანგრეული იყო. ამ წუთებში ისინი ცეცხლს აქრობენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში დედა და მისი 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ. მან ბავშვების სახლიდან გამოყვანა მოახერხა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ოჯახი დახმარებას ითხოვს, რადგან ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით არ გამოჩენილან.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი