
სავარაუდო კორუფციული გარიგებები სენაკში - მუნიციპალიტეტში მილიონობით ლარის ტენდერებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები იგებენ.
ერთ-ერთი ასეთია სენაკის მერის ბიძა, რომელმაც გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად სულ ბოლოს 5 მილიონიანი ტენდერი მოიგო. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის. მისი სამშენებლო კომპანია "არქეოპოლისი" ტენდერებს პერმანენტულად იგებს.
თავად სენაკის მერი ვახტანგ გადელია და მისი მოადგილე ნანა ზარანდია ამავე კომპანიაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ზარანდია კომპანიის დირექტორი იყო, დღეს კი იმ სატენდერო კომისიის წევრია, რომელიც მსხვილ ტენდერებს სწორედ "არქეოპოლისს" აძლევს.
2023 წელს არქეოპოლისმა რეგიონში 20 მილიონის ტენდერი მოიგო. ბოლო ტენდერის მოგების შემდეგ, რომელიც 5 მილიონიანია, რამდენიმე დღეში, მისმა მფლობელმა "ოცნებას" 76 ათასი ლარი შესწირა
ავტორი: ემა გოგოხია