77 000 ბავშვი, უკიდურეს სიღარიბეში - არასრულფასოვანი კვების და არასათანდო პირობების გამო, ყოველ წლიურად საქართველოში, დაახლოებით 300 ბავშვი იღუპება. - ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის, ეს არის რეალობა, რომელსაც ჩევნს გარშემო ყოველ დღიურად ვხედავთ. სოციალურად დაუცველი, მრავლშივილიანი ოჯახები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და ბავშვები, რომლებიც სათამაშოების ნაცვლად, საჭმელზე ოცნებობენ.
6 მცირეწლოვანი დედასთან და მამასთან ერთად პატარა ფიცრულში ცხოვრობს, შენობას სახურავი თითქმის არ აქვს, წვიმის დროს საწოლებს ანაცვლებენ და ჩამოსულ წყალს ჭურჭელში აგროვებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ყოველთვიური შემოსავლის წყარო სოციალური დახმარება და მამის შემოსავალი 20 ლარია, რომელსაც ავტოსადგომის მორიგებით გამოიმუშავებს.
ნელი ჭაბუკიანს ერთადერთი სურვილი აქვს, უნდა რომ უსაფრთხო გარემოში შვილების გამოკვების საშუალება ჰქონდეს. ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა და მხოლოდ ერთხელ გამოეხმაურნენ.
ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეების ცხოვრება კორონაპანდემიის შემდეგ უფრო და უფრო გაუსაძლისი გახადა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კი მოქალაქეები, რომლებიც შიმშილის პირას არინ მხოლიდ წინა საარჩევნო პერიოდის დროს ახსენდებათ.
"იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით სიღარიბის რიცხვმა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში იმატა. ამავე კველევების მიხედვით, 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს 300 ბავშვი კი ყოველწლიურად არასრულფასოვანი კვებისა და სხვა პრობლემების გამო იღუპება.