რუსეთთან დამაკავშირებელი გზა და პასუხგაუცემელი კითხვები | ხელისუფლება საფრთხისშემცველ პროექტზე არაფერს ამბობს

გამოქვეყნდა:

რუსეთთან დამაკავშირებელი გზების კეთილმოწყობა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ნამდვილ ვნებად იქცა. ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, განიხილება ქვევით, ნატახტარი-ბულაჩაურის მიდამოებში ახალი მაგისტრალის აშენება. გარდა უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური მდგენელისა, ამ პროექტში პრობლემური აღმოჩნდა ეკოლოგიაც. მაგისტრალი თბილისის წყალმომარაგების სისტემის სალექარებთან გადის, იმდენად ახლოს, რომ ამ ზონაში დღეს მოქმედი კანონმდებლობით ადგილობრივ მოსახლეობას საერთოდ არაფრის აშენების უფლება არ აქვს.

შეკითხვები ეკოლოგებსაც აქვთ, ადგილობრივებსაც და ჟურნალისტებსაც. თუმცა ხელისუფლება ამ კითხვებზე პასუხის გაცემას საჭიროდ საერთოდ არ თვლის. სახელისუფლებო ვერტიკალის ყველა რგოლში საზოგადოებაში გაჩენილი შეკითხვების მიმართ დამოკიდებულება ერთნაირად აგდებული და უპასუხისმგებლოა. მაშინაც კი როცა სასწორზე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დევს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი