
ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაში, სადაც ამერიკული საგანმანათლებო პროგრამების კურსდამთავრებულებულებს ვხვდებით ხოლმე, დღეს ახალგაზრდა მონაცემთა ანალიტიკოსზე უნდა ვისაუბროთ. ის განსაკუთრებულ ყურადღებას რუსეთის საფრთხეების შესწავლას და მათზე რეაგირების მექანიზმების შემუშავებას უთმობს. ამ მხრივ კი მონაცემები ძალიან ბევრს შეიძლება ეუბნებოდეს სამყაროს - სად არის ბოროტების იმპერიის სუსტი მხარე და რომელ სექტორში იქნებოდა უფრო ეფექტური სანქციების გამოყენება.
ფულბრაითის სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებული, რომელსაც სწავლისთვის საჭირო 80 000 დოლარი სრულად დაუფინანსდა სტიპენდიით, თვლის, რომ მტერს ძალიან კარგად უნდა იცნობდე, და მონაცემები ამაში ყველაზე კარგად შეიძლება დაგეხმაროს. თუ, რა თქმა უნდა, იცი როგორ წაიკითხო და გამოიყენო ისინი.
ავტორი: გვანცა სუთიძე