რუსთავი-გარდაბნის გზაზე, მანქანის მართვისას, კაცს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

მანქანის მართვის დროს, კაცს გულის შეტევა დაემართა, ხეს შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთავი-გარდაბნის გზაზე მოხდა. ცნობილია, რომ კაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი