მესამე თვეა ბავშვები თერაპიის გარეშე არიან, ეწყებათ რეგრესი | აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერს მიმართავენ

გამოქვეყნდა:

აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლებმა პრესკონფერენცია გამართეს. ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მიერ თერაპიული მომსახურების შეწყვეტის შემდეგ, ცენტრის ბენეფიციარების ნაწილი სამი თვეა, აუცილებელი სარეაბილიტაციო სერვისის გარეშე არიან დარჩენილნი.

მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს რეგრესი ეწყებათ. ისინი პრემიერმინისტრისგან რეაგირებას ითხოვენ. 

საუბარია ჯამში 300 ბენეფიციარზე, რომლებსაც აუტისტური სპექტრი აქვთ, მკურნალობა ქცევით თერაპიასაც მოიცავს.

"სექტემბრის ბოლოს, 24 სექტემბერს მივმართეთ განცხადებით პრემიერმინისტრს, დაახლოებით 10 ოქტომბერს შეგვხვდა პრემიერთან არსებული ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნიკო თათულაშვილი, როგორც მან გვითხრა, თბილისში თურმე არც ცენტრალურ და არც გარეუბნებში არ არსებობს არანაირი ფართი. ბატონო ირაკლი, მოგმართავთ მშობლები, რომ ეს საკითხი გადააბაროთ იმ პირს, რომელიც დაგვეკონტაქტება, მოგვაწოდებს სანდო და სწორ ინფორმაციას", - ამბობს მშობელი, მარი კორკოტაძე.

მშობლები ამბობენ, რომ ესმით მხოლოდ დაპირებები, რაც გულისხმობს იმას, რომ კლინიკა "ევექსთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა შედეგი მიღწეული არაა.

"უკვე მესამე თვეა ჩვენი ბავშვები არიან თერაპიების გარეშე და ეს არის ძალიან ცუდი, ის რაც აქამდე, ამდენი წლები ჩვენ ჩვენი ბავშვებისთვის ვიბრძოლეთ დედებმა, მივიღეთ ის შედეგები, რაც მივიღეთ დღეს, ჩემი შვილი სახეზეა, ვნერვიულობთ და განვიცდით, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა იყრება წყალში. ბავშვებს ეწყებათ რეგრესი, ამდენი თვის წყვეტის შედეგად. მოთხოვნა არის ჩვენი იმისა, რომ მალე, მოკლე დროში იქნეს გამოყოფილი სივრცე, სადაც გპირდებიან თერაპიების გაგრძელებას", - ამბობს კიდევ ერთი მშობელი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი