მთავრობა ონსა და ჩხოროწყუში ჰესების აშენებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

მთავრობა ონსა და ჩხოროწყუში ჰესების აშენებას გეგმავს. ამის შესახებ ინიციატივით მთავრობის სხდომაზე 
ეკონომიკისა სამინისტრო წარსდგა - მინისტრმა სხდომაზე 2 ჰიდროელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი წარადგინა.

არსებული ინფორმაციით, ერთი ჰესი, რომლის სიმძლავრეც 11.8 მგვტ-ს შეადგენს, ონის მუნიციპალიტეტში აშენდება, ხოლო მეორე ჰესის პროექტი კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მისი სიმძლავრე 6 მეგავატამდეა.

ორივე ჰესის ასაშენებლად 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი