სროლა სოფელ კირბალში - "მთავარი არხის" ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დაჭრეს, ერთი კი გაიტაცეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი, დავით ქაცარავაც წერს:
ახალი გატაცება კირბალში. როგორც პირველადი ინფორმაცია მოგვაწოდეს, სოფელ კირბალში რუსმა ოკუპანტებმა გაუხსნეს ცეცხლი ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ერთი მოქალაქე დაჭრილია და მოხდა მისი გადაყვანა საავადმყოფოში, მეორე მოქალაქე გატაცებულია. აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა და ჩვენ მივდივართ კირბალში, რათა აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმოთ, - წერს ქაცარავა.