რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს თავს ლომისას სალოცავთან დაესხნენ | ახალი დეტალები სოფელ კირბალიდან

გამოქვეყნდა:

მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან. რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი ქართველი მოკლეს. თავდასხმა საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მაშინ მოხდა, როდესაც ორი მამაკაცი კირბალის ლომისის ეკლესიიდან სოფელში ბრუნდებოდა. რუსები ქართველებს ჯერ დაედევნენ, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს. მოკლულია თამაზ გინტური, ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. 

"იყვნენ ასულები სალოცავში, სანთელი უნდა დაენთოთ და ელოცათ... უცებ აუტეხეს სროლა, გატაცებულიც არის და დაღუპულიც, რომლის გადაყვანაც ვერ მოასწრეს... ლომისაში იმყოფებოდნენ, ეკლესიის მოსალოცად... აუტეხეს სროლა... ყველა წასულია სოფლიდან, გასულები არიან ვერ იგებდნენ ვინ მოკლული იყო, ვინ გატაცებული", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ასევე "მთავარი არხის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლებმა გეგმა სისრულეში მოიყვანეს და საქართველოს მოქალაქეებს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნეს, რუსებმა ქართველ სამართალდამცავებს გინტურთან მისვლის საშუალება არ მისცეს და მასთან მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარება მიუშვეს. 

ცნობილი ხდება, რომ მოკლული თამაზ გინტური გორის საკრებულოს დეპუტატის, ნიკოლოზ გინტურის ძმაა. ამ დროისთვის სოფელ კირბალთან ქართველი სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, სოფლის შესასვლელი მათ გადაკეტილი აქვთ, სადაც ჟურნალისტებს და საკრებულოს დეპუტატეს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი