
აუტისტური სპექტრის მქონე 300-მდე ბავშვი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისის გარეშეა დარჩენილი. ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის მიერ თერაპიული მომსახურების შეწყვეტის შემდეგ, ცენტრის ბენეფიციარები სამი თვეა თერაპიის გარეშე არიან დარჩენილები და მოზარდების მდგომარეობა რთულდება. მშობლები შესაბამისი უწყებებისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას და ალტერნატიულ შენობას ითხოვენ, სადაც ბავშვები საჭირო რეაბილიტაციის კურსის გავლას შეძლებენ.
ავტორი: დავით კობიძე