ქუთაისში წვიმის შედეგად ქუჩები და სახლები დაიტბორა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზეა, სადაც წყლის ნაკადი ეზოებში შევარდა და სახლების პირველი და მეორე სართულები დატბორა. ადგილობრივებს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანდა.

დაზარალებულები გასული ღამის შემდეგ დახმარებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მერიას სთხოვენ, თუმცა მათთან ამ დრომდე არავინ მისულა. 

"ღამის 3 საათის შემდეგ [დაიწყო წვიმა], თუ აქვს აზრი ჩემს საუბარს, ვისაუბრებ, იმიტომ, რომ 20 წელიწადია ვსაუბრობ, ჩვენი მთავრობის ყურამდე არაფერი არ მივიდა. ღამის 3 საათიდან დაიწყო ასეთი სტიქიური მოვლენა. ავდექით, მის შემდეგ ვრეკავ, რომელი საათია? 11-ის 15 წუთია... ვრეკავ 112-ში. 112-დან არავინ არ შემოგვეხმიანა...", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

გარდა ამისა, ბორის გაპონოვის ქუჩაზე სახლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი