ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის გოგო დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების
ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.