
კომპანია "თბილისი ენერჯის" ცნობით, თბილისში, 8 ნოემბერს, 12 000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება.
კომპანიის განმარტებით, გაზმომარაგება 8 ნოემბრის 11:00 საათიდან 9 ნოემბრის 10:00 საათამდე შეუწყდება გლდანი-სანზონის, დიღმისა და დიდი დიღმის მოსახლეობას.
"გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს - 9 ნოემბრის 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე. "თბილისი ენერჯი" ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში," - ნათქვამია განცხადებაში.
ზუსტი მისამართების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.