"არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები!" | აქცია პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

"არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები!" - ამ სახელწოდებით პარლამენტთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და თამაზ გინტურის ფოტოები გამოფინეს.

აქციის ორგანიზატორი პარტია "ლელოა". პროტესტს უერთდებიან სტუდენტები და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. 

საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. 

დედაქალაქის პარალელურად აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც. მოქალაქეები უკვე შეიკრიბნენ ქუთაისში.

ფოტო: "დროა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი