მიტოვებული ხალხი. კირბალში მოსახლეობა სრულიად დაუცველად გრძნობს თავს და მუდმივად შიშით ცხოვრობს. თამაზ გინტურის მკვლელობამ მხოლოდ საჯარო გახდა ის პრობლემები, რომლების პირისპირაც მოსახლეობა უკვე წლებია ცხოვრობს. მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება მშვიდობის შენარჩუნებისთვის არგაღიზიანებას და უმოქმედობას ირჩევს, რუსი ოკუპანტები მუდმივად აგრესიულ რეჟიმში მოქმედებენ.
ქართველი ძალოვანებისგან მიტოვებულ სოფელში ხშირად ხედავენ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც საჭმლისა და არყის სათხოვნელად დადიან. არც კირბალში და არც საოკუპაციო ზოლის სხვა სოფლებში ამ საზარელი დანაშაულის შემდეგაც აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება რაიმეს შეცვლის და უფრო დაცულად იგრძნობენ თავს.