
"გაყალბებული ნახაზისა და მისამართის გადაუმოწმებლობის გამო, ზესტაფონის მერმა, ვასო გველესიანმა კაცს, რომელიც ბინას ფლობს სადღაც 40 წელია და სასამართლოს გადაწყვეტილებითაც მას ეკუთვნის, ბინა წაართვა და სხვას გადასცა", - ამის შესახებ მოქალაქე გიორგი მიქაშავიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, მიზეზი უცნობია, თუმცა იგეგმება მერიისგან დაზარალებული ოჯახის მხარდამჭერი აქცია.
"გაყალბებული ნახაზის (რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს როგორც ქვემოთ წერია) და მისამართის გადაუმოწმებლების გამო მერმა ვასო გველესიან მა ზესტაფონელ კაცს რომელიც ბინას ფლობს სადღაც 40 წელია და სასამართლოს გადაწყვეტილებითაც მას ეკუთვნის,ბინა წაართვა და სხვას გადასცა.მიზეზი უცნობია თუმცა იგეგმება მერიისგან დაზარალებული ოჯახის მხარდამჭერი აქცია და გთხოვთ ოჯახს ნუ შევატოვებთ ამ აფერისტებს რომლებიც ოჯახს უცხადებენ ჩვენ კი გავეცით ყალბი საბუთებით შენი ბინა, მაგრამ იმან მოგვატყუა და უკვე შენი პრობლემააო, ანუ შენი სახლი გავასხვისე იმიტომ, რომ მერიის თანამშრომელს გადამოწმება დაეზარა, არც ნახაზი ემთხვევა მაგრამ მაინც შენი პრობლემაა და აწი შენ ირბინე სასამართლოშიო ამას ეუბნება მერიის იურისტი და თავის ბრალეულობას უარყოფს, თუმცა ნახაზი რომ სხვაა საქმეში და მერიიდან არც არავის მიუკითხავთ მისამართზე მეზობლებისგან კანონიერი მფლობელის ვინაობის გასაგებად ისე გაუსხვისეს კაცს ბინა ფაქტია. რახან მერიას შეეშალა და ამის აღიარებაც არ უნდათ ამის გამო ოჯახს ორი ბავშვით უსახლკაროდ ნუ დავტოვებთ ზესტაფონელებო გთხოვთ" , - წერს გიორგი მიქაშავიძე.