თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისას ტაძართან - სეპარატისტების ტელევიზიებმა გუშინ, 6 ნოემბერს, მკვლელობამდე გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელეს. ვიდეო ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მიერაა გადაღებული. იქ გინტურის ხმა ისმის, თუმცა კადრებში მხოლოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი ჩანს.
"ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ამჭედის დედას შე***ი!", - ამბობს ვიდეოში თამაზ გინტური.
ვიდეომასალაში ჩანს, რომ ლევან დოთიაშვილი და მოკლული თამაზ გინტური რუსი ოკუპანტების მიერ აჭედილ ლომისის ტაძარში შესვლას ცდილობენ, თუმცა სროლის კადრები აღნიშულ მასალაში არ ჩანს.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.