ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, კორპუსის სახურავი დაზიანებულია, ჭერიდან წყალი ჩამოდის, ინესტება კედლები. ლიფტები კი ამორტიზებული.
"მივმართავ მთავრობას, პრემიერმინისტრს, ბატონ აზარაშვილს, რომ მიიღონ გულთან ახლოს ჩვენი გაჭირვება. ჭერიდან წყალი ჩამოდის, კედლებიდან წყალი შემოდის. ვითხოვთ გადახურვას, სასწრაფო წესით გადახურვას, ასევე შენობის შეფუთვას გარედან, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, ძირითადი", - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.
კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ პრობლემები არ მოგვარდება, უახლოეს მომავალში აქციას გამართავენ.