რომ ავიდა ჩემი ძმა იფიქრა, ჩვენი სოფლის სალოცავია, რატომ უნდა იყოს აჭედილიო, ვერ ეგუებოდა ამ უსამართლობას | გინტური

გამოქვეყნდა:

"რომ ავიდა ჩემი ძმა, ნახა ისევ აჭედილი იყო [ეკლესიის კარი] იფიქრა, ჩვენი სოფლის სალოცავია, ეკლესიაა, რატომ უნდა იყოს აჭედილიო და მაგის გულისთვის შეაღო. ვერ ეგუებოდა ამ უსამართლობას. ჩემი ძმა იყო ომის მონაწილე, მაიორი კაცი იყო და შეიძლება ყველაფერი იცოდნენ, 2008 წლის მონაწილე რომ იყო და მაგის გულისთვის მოუწყვეს ჩასაფრება. 

დროული დახმარება რომ ყოფილიყო, როგორც ჩვენი სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მივიდნენ მაგ მომენტში, დაღუპული ჩამოიტანეს ზემოდან უკვე. [...] სასწრაფო რომ მივიდა, უკვე დაღუპული იყო. [...] მიზანმიმართულად არის ნასროლი, თავდასხმით 2 კაცი 9 კაცს როგორ დაესხმებოდა თავს, ეგენი იყვნენ ეკლესიაში შესულები და თვითონ ოკუპანტები დაესხნენ თავს". 

ამბობს ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ძმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი