შიშში რატომ უნდა ვიცხოვროთ? თუ დოთიაშვილი არ გამოუშვეს, ჩვენ ავჯანყდებით, იმ ბავშვსაც არ მოვაკვლევინებთ | რა ხდება კირბალში

გამოქვეყნდა:

კირბალში ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სამძიმარს იღებს. სოფელში მობილიზებულია პოლიცია. დღეს "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" გაავრცელა კადრები, რომელთა მიხედვითაც კირბალის თავზე ოკუპანტები გადაადგილდებოდნენ. 

უცნობია როგორია გატაცებული ლევან დოთიაშვილის მდგომარეობა. ადგილობრივები ამბობენ, რომ არ დათმობენ ლომისის ტაძარს.

"ჩვეულებრივ, სიგარეტი, სანთლები იყიდა და წავიდა. რაღაც ზომებს ხომ უნდა მიმართონ, შიშში რატომ უნდა ვიცხოვროთ? აი ახლა, თუ დოთიაშვილი არ გამოუშვეს ჩვენ ავჯანყდებით და მივმართავთ ზომებს, ჩვენ იმ ბავშვსაც არ მოვაკვლევინებთ, ანგელოზივით, სასახელო ბავშვია, ჯერ 35 წლის არ არის დოთიაშვილი, გაჰყვა, ამ ბავშვმა რა გააკეთოს. [...] ამოგივა ყელში, მიდიხარ, ახლა მოვიდნენ და შენი სახლი დაკეტილი დაგხვდეს, თქვენ მოგეწონებათ?! არ მიანგრევ კარებს?! ეგრეა ჩვენი ეგეც, მაინც არ დავთმობთ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"მაშინ ეს სოფელიც მაგათი ყოფილა" - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი და ფიქრობს, რომ მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

"უყვარდა, ძალიან უზომოდ უყვარდა ეკლესიაში მისვლა, სანთლების დანთება, შეეწირა საწყალი, უძვირფასესი ბიჭი. [...] სულ დადიან, გადადიან, გადმოდიან [ოკუპანტები] რომ გაივლიან ხოლმე ასე, მწკრივში, სათითაოდ დათვლი. ყველასაც ეშინია", - ყვება გინტურის თანასოფლელი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი