თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების დროს ადგილზე მესამე პირი, თამაზ პაპიტაშვილიც, იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

​გლოვის მესამე დღე სოფელ კირბალში - ადგილობრივები რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს გლოვობენ. სამოქალაქო პანაშვიდის პარალელურად, სოფლის მიდამოებთან ისევ გამოჩნდნენ რუსი სამხედროები, რომლებიც სატვირთო ავტომობილით გადაადგილდებიან. სოფელი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ ლომისას ისტორიული სალოცავის დაკარგავს არ შეეგუებიან.

სწორედ ამ ტაძართან, საკუთარ ავტომობილში, რუსმა ჯარისკაცებმა თამაზ გინტური ჩაცხრილეს. მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და ცხინვალში გადაიყვანეს. სალოცავში მათთან ერთად იმყოფებოდა მესამე პირიც, რომლის იდენტიფიცირება "მთავარმა არხმა" შეძლო. ის თამაზ პაპიტაშვილია, ამავე სოფლის მცხოვრები. ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

პაპიტაშვილი, სავარაუდოდ, გინტურის მკვლელობის ერთ-ერთი თვითმხილველი და მოწმეა.

"ჩემი ძმა იყო ომის მონაწილე, მაიორი კაცი იყო და შეიძლება ყველაფერი იცოდნენ, 2008 წლის მონაწილე რომ იყო და მაგის გულისთვის მოუწყვეს ჩასაფრება. დროული დახმარება რომ ყოფილიყო, როგორც ჩვენი სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მივიდნენ მაგ მომენტში, დაღუპული ჩამოიტანეს ზემოდან უკვე. [...] სასწრაფო რომ მივიდა, უკვე დაღუპული იყო. [...] მიზანმიმართულად არის ნასროლი, თავდასხმით 2 კაცი 9 კაცს როგორ დაესხმებოდა თავს, ეგენი იყვნენ ეკლესიაში შესულები და თვითონ ოკუპანტები დაესხნენ თავს," - ამბობს გივი გინტური, თამაზ გინტურის ძმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი