საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ სოფელ კირბალში 7 სული ძროხა დაიკარგა. საქონელი ადგილობრივებმა მინდორში საბალახოდ გაუშვეს და უკან აღარ დაბრუნებულან. დაკარგული პირუტყვის პატრონებს მწყემსებმა უთხრეს, რომ ძროხები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ.
დაზარალებულებმა ინფორმაცია პოლიციას უკვე მიაწოდეს. ისინი პირუტყვის დაბრუნებას, ან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვას აანონსებენ.