თბილისის რომელ უბანში იყიდება ყველაზე მეტი ბინა | სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

თბილისის რომელ უბანში იყიდება ყველაზე მეტი ბინა - სტატისტიკურ მონაცემებს გამოცემა BM.ge 
აქვეყნებს და წერს, რომ 2023 წლის ოქტომბერში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით საბურთალო (20% მთლიან გაყიდვებში) პირველ ადგილზეა, რიგით მეორე ადგილს კი დიდი დიღომი (18%) იკავებს.

ასევე, "თიბისი კაპიტალის" კვლევის თანახმად, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დიდუბესა და ჩუღურეთში ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება შეინიშნება, საბურთალოსა და გლდანში კმი შესამჩნევი კლება დაფიქსირდა. ძველ ბინების კუთხით კი, გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ საბურთალოზე დაფიქსირდა.

იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე მთაწმინდაზე $2,000-ს აჭარბებს. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით კი დიდუბე (+39%), მთაწმინდა (+29%) და ნაძალადევი (+22%) გამოირჩეოდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი