თამაზ გინტურის სავარაუდო მკვლელები იდენტიფიცირებულები არიან | ახალი დეტალები კირბალიდან

გამოქვეყნდა:

სავარაუდოდ, ოკუპანტები, რომლებმაც თამაზ გინტური განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს, იდენტიფიცირებულები არიან. ოკუპირებულ ცხინვალში დისლოცირებული ვასილ დემიდოვი და კოლია ისჩენკო დღეს მოკლულის ოჯახის წევრებმა და სამოქლაქო აქტივისტებმა ამხილეს.

მათზე ჯერ ერთი სიტყვაც არ უთქვამს საქართველოს ხელისუფლებას, რომლის უმაღლესი პირები კირბალში ჩასვლას და მოკლულის ოჯახისთვის სამძიმრის თქმასაც კი არ ჩქარობენ. სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელიც თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებს და მის მიერ ნათქვამ ემოციურ სიტყვებს აღწერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი