ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ ის თბილისიდან სტამბოლში გადააფრინეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში, თბილისში, საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში გართულდა.

"მთავარი არხი" მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი