
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. მან საქართველოს ევროინტეგრაციასა და მოახლოებულ, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ადგილობრივი ქართველები, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ იმაზე, რომ განწყობა ბრიუსელში იყოს ქართველების სასარგებლო და ძალიან ძლიერი დიასპორაა. ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი წინ, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჯერ სტატუსი არ არის, რეკომენდაციაა, 5 კვირა არის დარჩენილი და მაქსიმალურად, უკვე ერთი ხელის შეხებაღა დაგვრჩა რომ სტატუსი მივიღოთ, მერე შევცვალოთ ხელისუფლება და გავხსნათ მოლაპარაკებების პროცესი და გავწევრიანდეთ", - ამბობს ნიკა გვარამია.