უბედური შემთხვევა ქუთაისში. ცოტა ხნის წინ, გუგუნავას ქუჩაზე არსებული მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა.
მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.