ლომისას ტაძართან თამაზ გინტურის სასტიკი მკვლელობა საჯაროს ხდის კიდევ ერთ საიდუმლო ისტორიას. ადგილობრივების მონაყოლიდან ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე კვირის წინ ამავე ტაძრის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა რუსი აქტივისტი დააპატიმრეს.
რაფაელ შეპელევი თავად ჩავიდა კირბალში და ფოტოების გადაღების მოტივით ეკლესიასთან მივიდა, შემდეგ გაუჩინარდა და ახლა ის ვლადიკავკაზის იზოლატორშია. კრემლი მას ტერორიზმში ადანაშულებს. რატომ ჩავიდა რუსი აქტივისტი საოკუპაციო ზოლთან - გაუგებარია. მანამდე ის პუტინის რეჟიმს საქართველოში გამოექცა და თბილისში ცხოვრობდა.