"ცუდად ვარ, ხვალ დაგელაპარაკებით" | ლევან დოთიაშვილის გათავისუფლების პირველი კადრები ერგნეთიდან

გამოქვეყნდა:

"ცუდად ვარ, ხვალ დაგელაპარაკებით", - ამის შესახებ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული და ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი ერგნეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრობს. 

ცნობილია, რომ გათავისუფლების შემდეგ ის შიდა ქართლის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს, სადაც მან გამოძიების კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, რა მოხდა 6 ნოემბერს ლომისას სალოცავთან. ის თამაზ გინტურის მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველია.

მანამდე კი სუსის წარმომდგენელმა, ირაკლი ანთიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ დოთიაშვილს ოკუპანტებმა გატაცების დროს სახის არეში დაზიანებები მიაყენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი