ასპინაძაში, 39 წლის მანიქარ მარუდაშვილი თანასოფლელებმა გუშინ ღამით სახლიდან მიტოვებულ სასაფლაოზე წაიყვანეს და საფლავი საკუთარი ხელით გაათხრევინეს. გამტაცებლები მას ქურდობაში ადანაშაულებდნენ და 590 ლარის დაბრუნებას სთოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხევაში ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ.
მანიქარ მარუდაშვილმა გამტაცებლებს თავი მხოლოდ თანხის დაბრუნების პირობის სანაცვლოდ დააღწია.გამტაცებლების ვინაობა ოჯახისთვის ცნობილია, თუმცა ისინი პოლიციას ჯერ არ დაუკავებიათ. ამის მიზეზად, კი გატაცებულის ოჯახი დამნაშავეების მფარველებს ასახელებს. მათი თქმით, ერთ ერთის ახლობელი შსს-ს თანამშრომელია.
მანიქარ მარუდაშვილი კი ქურდობას უარყოფს