"მთავარი არხის" ინფორმაციით, მიკროავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის

გამოქვეყნდა:

სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, 3 მძიმედ დაშავდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის. კომპანიის წარმომადგენელი "მთავართან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მათი კუთვნილი მანქანა თბილისიდან 5 საათისთვის გავიდა, თუმცა დაზუსტებით ამ დრომდე არ იციან არის თუ არა ეს მიკროავტობუსი ის, რომელიც 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მისივე ინფორმაციით, მიკროავტობუსის მგზავრებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

"მთავარი არხი" მერის მოადგილეს დაუკავშირდა, ის ავარიას  და დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. თუმცა მას სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

ადგილზე ამ წუთებში, კატასტროფის ცენტრის ჯგუფები, მაშველები და სამართალდამცავები იმყოფებიან. დაშავებულები, საავადმყოფოებში გადაყავთ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი